პოლიტიკა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ჰამასთან“ მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის მთავრობა შვიდი საათის განმავლობაში განიხილავდა.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი 24-მა მინისტრმა დაუჭირა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა.

შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – რუსები უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ ორბანმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია