პოლიტიკა

„ლილოს“ ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება, – განაცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

„მოგეხსენებათ ეს არის ბაზრობის ტერიტორია, ამიტომ აალებადი მასალა ძალიან ბევრია, რამაც დროში გააჭიანურა ხანძრის ქრობა. ხანძრის ქრობის პროცესი წარიმართა ნორმალურად. მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

112-დან ინფორმაციის შემოსვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და დროულად დაიწყებს ხანძრის ქრობა. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია.

ხანძრის გადადების საფრთხე არსებობდა, რადგან ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე იყო საფრთხე იმისა, რომ ხანძარი გავრცელებულიყო სხვა ფართობზეც. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომ ლიკვიდაცია.

აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის საბოლოო ქრობითი სამუშაოები, არის მხრჩოლავი კერები, სადაც შესულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს დამუშავება“,- აღმიშნა ლევან მუსელიანმა.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...