პოლიტიკა

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში შეუყვანეს ქალი, რომელსაც სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება

ქუთაისში ერთ-ერთი კლინიკაში სხეულის დაზიანებებით ქალი შეიყვანეს –  გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ნაცემია.

IPN წერს, რომ, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.

არსებული ცნობებით, ვინ მიაყენა ქალს დაზიანებები ცნობილი არ არის, შსს საქმეს იძიებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია