ლოს-ანჯელესში “ოსკარით“ დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია. პრესტიჟული კინოპრემია ოცზე მეტ ნომინაციაში გაიცა.
კინოაკადემიამ 2024 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა რეჟისორ შონ ბეიკერის “ანორა“. ფილმი რუსულენოვან სექს-მუშაკზეა. მისი როლის შემსრულებელმა მაიკი მედისონმა “ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში. ოცდახუთი წლის მედისონმა ამ ნომინაციაში ფავორიტი დემი მური (The Substance) დაამარცხა. “ანორას“ “ოსკარი“ ასევე ერგო საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვაისაც.
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის “ოსკარი“ გადაეცა ედრიენ ბროუდის (ფილმი “ბრუტალისტი“).
ნომინაციაში მამაკაცის მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლი გაიმარჯვა კირან კალკინმა (ფილმი “ნამდვილი ტკივილი“). ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის “ოსკარი“ მიიღო ზოი სალდანამ( მიუზიკლი “ემილია პერესი“).
“ვამაყობ, რომ ემიგრანტი მშობლების შვილი ვარ… მე ვარ პირველი დომინიკელ-ამერიკელი, რომელმაც ოსკარი მოიგო და ვიცი, რომ ბოლო არ ვიქნები”, – თქვა მან ძალიან ემოციურ სიტყვაში.
ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა ბრაზილიელი რეჟისორის, ვალტერ სალესის დრამა “ჯერ კიდევ აქ ვარ“.
საუკეთესო ანიმაციურ მხატვრულ ფილმად ლატვიელი რეჟისორის გინტს ზილბალოდისის მულტფილმი “ნაკადი“ აღიარეს, რომელიც წყალდიდობისგან გადარჩენილ კატაზეა. ეს არის პირველი ფილმი ლატვიიდან, რომელმაც “ოსკარი” მიიღო.
საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარეს ფილმი „”No Other Land“, რომლეშიც მოქმედება დასავლეთ სანაპიროზე ვითარდება, ფილმი მოგვითხრობს პალესტინელი აქტივისტისა და ისრაელელი ჟურნალისტის მეგობრობის ისტორიას.
ამ კატეგორიაში ასევე ნომინირებული იყო ფილმი “ფაიფურის ომი”, რომელიც სამი უკრაინელი მხატვრის შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ხარკოვში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციურ ფილმად დასახელდა ირანელი რეჟისორების “კვიპაროსის ჩრდილში”.
ფილმისთვის საუკეთესო სიმღერად აღიარეს კომპოზიცია “El Mal” ფილმიდან “Emilia Perez”, რომელიც დაწერეს ფრანგმა მუსიკოსებმა კამილ და კლემენტ დუკოლმა, ასევე რეჟისორმა ჟაკ აუდიარმა. მათ “ოსკარი” მიკ ჯაგერმა გადასცა.
ცერემონიას ამერიკელი კომიკოსი კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა.
ყველაზე მეტი ჯილდო დაიმსახურეს ფილმებმა:”ანორა” – 5, “ბრუტალისტი” – 3, “ბოროტი: დასავლეთის ჯადოქრის ზღაპარი” – 2, “ემილია პერესი” – 2, “დიუნი: ნაწილი მეორე” – 2.