პოლიტიკა

ევროსაბჭოს კონგრესში ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს კონგრესში ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. კრიტიკულ რეზოლუციას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა.

რეზოლუციაში “ოცნების” არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნაა” პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა. ასევე, საუბარია ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებითაც

💬 “[ევროსაბჭოს] კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კუთხით, უნდა აღდგეს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე. გულდასმით უნდა მოხდეს დაკავებების და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამოძიება. რეკომენდაციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის მზია ამაღლობელი. 2025 წლის არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს. კონგრესი მოუწოდებს, ჩატარდეს სრულად კონკურენტული არჩევნები. უნდა მოხდეს ამომრჩევლების დაშინების, ელექტორალური თაღლითობის პრევენცია, მთავარი რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კომისია სრულად დამოუკიდებელი იყოს” | განაცხადა სხდომაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა გერმანიიდან, ბერნდ ვოჰრინგერმა.

ასევე ნახეთ

პარლამენტის გადაწყვეტილებით დაკომპლექტდა მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები გარდა სამი ქვეყნის: – ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა – პარლამენტის გადაწყვეტილებით,დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია