პოლიტიკა

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ 307¹ მუხლი ემატება, 86 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ქმედება, რომელიც “სამშობლოს ღალატის” ჩამონათვალში შედის, “სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა მუხლებით ისედაც ისჯება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

ასევე ნახეთ

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია