პოლიტიკა

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონზე მეტია.

ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ედავებოდნენ დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. პროკურატის მტკიცებით, ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. ბაჩიაშვილის განმარტებით, მან თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.

ბაჩიაშვილის თქმით, მან „ქართუსგან” აიღო 5-მილიონიანი სესხი ინვესტიციისთვის, რომელიც დააბრუნა მოგების 30%-თან ერთად, რის შემდეგაც „ქართუსთან” ურთიერთობა დასრულდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს პრეტენზიები რამდენიმე წლის შემდეგ გაუჩნდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველი 2 მარტს გასაიდუმლოებულად დატოვა. 23 აპრილს მისმა ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა განაცხადა, რომ უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან ფლობენ სარწმუნო ინფორმაციას, ბაჩიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხესთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...