პოლიტიკა

აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება შედგა

აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა­ და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს, – ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გაავრცელა.

მედიის ცნობით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება პოლიტიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს, კერძოდ, თანამშრომლობას მინერალური რესურსების განვითარების, სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვისა და ამერიკული დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების საკითხებში, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.

ბევრი დეტალი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, „ტექნიკურ შეთანხმებაში“ ჩაიწერება, რომელიც ამ ეტაპზე ხელმოსაწერად მზად არ არის.

შეთანხმების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის სია, რომლის მოპოვებასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, შესაძლოა მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგად გაფართოვდეს. ამასთან, შეთანხმება სხვა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მისგან მიღებულ შემოსავლებს არ არეგულირებს და ასევე, არ ვრცელდება უკრაინის ინფრასტრუქტურიდან მიღებულ შემოსავლებზე.

„თუ [აშშ-ის მთავრობა] უკრაინის მთავრობას რაიმე ფორმით ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს (მათ შორის, იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალის, ტექნოლოგიების გადაცემით ან წვრთნების გზით), ფონდში აშშ-ის შენატანი მსგავსი სამხედრო დახმარების მიახლოებითი ღირებულებით გაიზრდება“, – ნათქვამია შეთანხმებაში.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლისოფიციალურ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია