პოლიტიკა

კომპანია „სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოში საერთაშორისო ავტომწარმოებელი კომპანია Chery-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

ქართულ ბაზარზე Chery-ს შემოსვლისთანავე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, „სენა ავტო ჯგუფსა“ და კომპანია „ჰერც საქართველოს“ შორის პირველი მოლაპარაკების შედეგად გაფორმდა შეთანხმება.

მემორანდუმის ფარგლებში, „სენა ავტო ჯგუფმა“ „ჰერც საქართველოს“ ექსპლუატაციაში გადასცა Chery-ს ბრენდის 50 ახალი, პრემიუმ ხარისხის ავტომობილი – TIGGO 7 და ARRIZO 6.

„სენა ავტო ჯგუფში“ აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში კომპანია Chery-ს სხვა მოდელების შემოყვანასაც გეგმავს და სამოდელო რიგს კიდევ უფრო გააფართოვებს. ამასთან, 60 ავტომობილი უკვე გზაშია, და მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ გამორჩეული ჰიბრიდული მოდელებიც. „სენა ავტო“ პირველ 30 ავტომობილზე სპეციალურ ფასებს სთავაზობს მყიდველებს.

„ვამაყობთ, რომ ვართ პირველები, ვინც საქართველოში საერთაშორისო კომპანია Chery შემოიყვანა. ქართულ ბაზარზე Chery-ს ინოვაციური და მაღალი ხარისხის ავტომობილები ავტომოყვარულებს მეტ არჩევანსა და ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს, ხოლო საქართველოს საავტომობილო ბაზარს – უფრო მრავალფეროვანს გახდის,“ – განაცხადა „სენა ავტო ჯგუფის“ დამფუძნებელმა გია ალიხანაშვილმა.

Chery-ს ავტომობილები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. SUV ხაზში წარმოდგენილია TIGGO, ხოლო სედანის ხაზში – ARRIZO. კომპანიის ისტორია 1997 წლიდან იწყება, როდესაც დაიწყო ძრავებისა და ელექტროსისტემების სრულყოფილი წარმოება. დღეს Chery ქმნის უსაფრთხო და ინოვაციურ ავტომობილებს, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

Chery-ს მიზანია, დაარღვიოს სტერეოტიპი, თითქოს პრემიუმ ხარისხი მხოლოდ მაღალი ფასის შემთხვევაში არის ხელმისაწვდომი.

Chery-ს ავტომობილები განკუთვნილია როგორც კორპორატიული სეგმენტისთვის, ისე ახალგაზრდა ოჯახებისა და საქმიანი ადამიანებისთვის.

„სენა ავტო ჯგუფი“ ქართული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს – სატვირთო და სამგზავრო, შიდაწვის, ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა HONDA, JAC Motors, CMC Motors და KGM. გარდა ამისა, „სენა ავტო ჯგუფს“ საკუთარი ელექტრომობილების ხაზი – SENA – აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 281500

ვებსაიტი:

www.senaautogroup.com

www.cherygeorgia.com

ასევე ნახეთ

„იფქლის“ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

„იფქლის“ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს)-მ დაადასტურა. სურსათის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია