პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

„დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ვამყარებთ. დღეს ჩვენ ახალ დიდებულ ისტორიას ვწერთ“ — განაცხადა ალიევმა ხელის მოწერის შემდეგ.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი „ეს ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ ახალი თავის გახსნას“ წარმოადგენს.

„სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის კონფლიქტი, აღადგინონ სამოგზაურო და დიპლომატიური ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე გვაქვს შედეგი მთავარ საკითხზე – სამომავლო მოლაპარაკებები ნავთობის შესახებ. ამერიკული კომპანიები ამ ორ ქვეყანაში დახარჯავენ ძალიან ბევრ ფულს, რაც ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს ჩვენს სამივე ქვეყანას“ — თქვა დონალდ ტრამპმა.

ასევე ნახეთ

აშშ-რუსეთის სამიტი ალასკაში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე

ისტორიული სამიტი ალასკაში. ქალაქ ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ეს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია