პოლიტიკა

მარიუპოლის დანგრეული შენობის ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში,  საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.

ანდრიუშჩენკოს თქმით, საცხოვრებელი კორპუსი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაინგრა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან საპორტო ქალაქი მარიუპოლი მთელი კვირის განმავლობაში იბომბებოდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლისოფიციალურ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია