პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ

„გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი – პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია