პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

სამადაშვილმა ამ კონტექსტში შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, მრავალი თვეა ცნობილია, რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან.

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ გეგმას სამადაშვილმა „მოგონილი პროცესი” უწოდა და როგორც აღნიშნა, მიზანი მხოლოდ ხალხის მოტყუებაა.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია