პოლიტიკა

კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადაეცა

მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე, საქართველოს კანოეს ფედერაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატერი და 1 კანოეს ტრენაჟორი.​ კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 000 ლარის ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მიიღო.

ბოლო წლების განმავლობაში, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ ტურნირებზე.

სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა 2021 წელს სპორტის მინისტრსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მინისტრმა კანოეს ფედერაციას ამ პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღდგება ფოთის მუნიციპალიტეტის სოფელ მალთაყვის ნიჩბოსნობის ისტორიული ბაზა. ბაზის აღდგენის პროცესი მომდევნო ორ წელიწადში დასრულდება და ნიჩბოსნობის ფედერაციას ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო და საასპარეზო სივრცე.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია