ცნობილმა რუსულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, LITTLE BIG, უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ დაგმო ღიად — ამჯერად, სიმღერით და მასზე გადაღებული კლიპით. ამასთან, ბენდმა ქვეყანაც დატოვა და, გავრცელებული ცნობით, ამჟამად ლოს-ანჯელესში იმყოფებიან.
სიმღერა, სახელწოდებით Generation Cancellation (“თაობის გაუქმება”), ისევე, როგორც მასზე გადაღებული კლიპი, სიმბოლოებითა და ალუზიებით მიმდინარე კონფლიქტს ეხმაურება. ამასთან, იუთუბზე ატვირთული ვიდეოს აღწერაში ჯგუფი წერს:
“ომი არ დამთავრებულა. შეაჩერეთ ომი უკრაინაში. შეაჩერეთ ომი მსოფლიოში. ომს არავინ იმსახურებს”.