უკრაინელი მედიკოსის, 53 წლის იულია პაიევსკაიას თქმით, სამი თვის განმავლობაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ.
პაიევსკაია, რომელიც რუს და სეპარატისტულ ძალებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი, ამბობს, რომ გამტაცებლები მას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აწამებდნენ.
“ხუთი დღის განმავლობაში საჭმელი არ მქონდა. გამუდმებით გეუბნებიან, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი,” – თქვა უკრაინელმა მედიკოსმა.