პოლიტიკა

„საბურთალო“ 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

„საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2021 წლის ოქროს ლიგაში სეზონი შეჩერდა და მისი დასრულება მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი.

გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „ბენდელას“ სტადიონზე, გათამაშების დასკვნითი მატჩის შემდეგ გადაეცათ.

„საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გრიგოლ ცაავამ და გენერალუმა მდივანმა, გია ძამუკაშვილმა დააჯილდოვეს.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია