პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე “აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.
როგორც შეხვედრის შემდეგ ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ 6 თვიან პროცესზე ისაუბრეს და ხედვები გაცვალეს.
ლაშა ტუღუშის თქმით, მისი მოსაზრებაა, რომ საჭიროა პროცესს ჰქონდეს ნდობა, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, ინკლუზიური პროცესისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი და ის, რაც შესთავაზა მმართველმა გუნდმა საზოგადოებას, არ არის საკმარისი, რომ პროცესი სწორ ჩარჩოში იქნას ჩასმული.