პოლიტიკა

პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ პროვინციაში, ბალუჯისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 2 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პახტუნხვას პროვინციაშიც.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო რვა კაშხალზე წყლის დონემ აიწია და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.

წყალდიდობის გამო, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რომელთა უმეტესობა თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი კუპრაძე, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, დაზარალებულად ცნო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, 16 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია