პოლიტიკა

რუსებმა მარიუპოლში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა მარიუპოლის საცხოვრებელ რაიონებში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს.

მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალის ორი საწყობი განათავსეს პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში. ამრიგად, დამპყრობლებს სურთ მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა „ფარად“ გამოიყენონ.

ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების წყალობით, უკვე გაანადგურეს მრავალი რუსული სამხედრო საცავი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია