პოლიტიკა

დღეს სოფელ სამებასთან 50, წლის განმავლობაში კი 10 ათასი მიწისძვრა დაფიქსირდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრში მონაცემების დამუშავება გრძელდება. სპეციალისტები ჯავახეთის ქედზე განვითარებულ პროცესებს სწავლობენ, იკვლევენ სოფელ სამებისა და დმანისის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დღეს მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იყო. სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა თბილისის დროით დილის 7 საათსა და 36 წუთზე მოხდა.

ბოლო მონაცემებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 50 მიწისძვრა დაფიქსირდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ტერიტორიაზე 10 ათასი მიწისძვრაა აღრიცხული, აქედან მოსახლეობისთვის საგრძნობი იყო 100.

სეისმოლოგები არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები შესაძლოა კიდევ განმეორდეს.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია