რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს.
ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-სთვის დადგა დრო, განახორციელოს ქმედებები შავი ზღვის გავლით მარცველულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, მტკიცე და სამართლიანი მშვიდობით.
ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ როგორც მანამდე, თურქეთი კვლავ მზად არის, უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა მოლაპარაკებების გასაახლებლად.