უკრაინაში ბრძოლაზე უარის თქმის შემდეგ ბურიატეთში 150 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, – გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტმა, ფონდ „თავისუფალი ბურიატიის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრა გარმაჟაფოვამ განაცხადა.
„დღეს ბურიატში დაჯდა თვითმფრინავი, რომელშიც 150-მდე სამხედროა. ესენი არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც შეწყვიტეს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა გარმაჟაფოვამ.
მისი თქმით, 500-მდე სამხედრომ, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის შეწყვეტა სურს, ფონდ „თავისუფალ ბურიატს“ მიმართა.
„მათზე ზეწოლა ხდება, სახლებში არ უშვებენ“, – დასძინა აქტივისტმა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის აღმოსავლეთში, ახლა დაახლოებით 17 ადამიანია, მათ შორის ტუვანები, არიან ბურიატები, რუსები. მათ სამი კვირის წინ დაწერეს კონტრაქტის გაწყვეტაზე განცხადებები. კომენდანტურაში ჩაკეტეს, არ უშვებენ და ძალიან ეშინიათ, რომ ფრონტზე აღჭურვილობის გარეშე გაგზავნიან, იმისთვის, რომ ჩუმად დახვრიტონ. ყოველდღე გვწერენ“, – აღნიშნა ალექსანდრა გარმაჟაფოვამ.