პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით – ეს არის „ქართული ოცნების“ სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს

ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის „ქართული ოცნების” სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პიარისთვის კეთდება, რაში მონაწილეობაც მათთან ერთად მისთვის მისაღები არ არის. კითხვაზე, მაშინ რატომ არის მისაღები “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებულ პროცესში მონაწილეობა, როცა შედეგებს არც ამ პროცესისგან ელოდება, ხვიჩია აცხადებს, რომ მათთან მონაწილეობაც დისკომფორტს უქმნის, თუმცა მისი მიზანია ადამიანებს აუხსნას, „რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად”.

„ჩემი თანხმობა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ სხდომის მოსაწვევად პრეზიდენტს მიმართონ, მე უბრალოდ ვამბობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სხდომის მოწვევა საკმარისი არ არის, კიდევ სხვა ქმედებებია საჭირო, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები დაარწმუნო. მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის კომუნიკაცია იყოს ახლა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, რითაც ვინმე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ. როცა იცი, რომ ეს არ მოხდება და შენ უბრალოდ სხდომის ჩატარებას ითხოვ, ამას იცი, რომ შედეგი არ ექნება, შესაბამისად, ამას აკეთებ პოლიტიკური პიარისთვის, „გვიტყდება” ასეთ რაღაცებში ჩვენს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა. ზედმეტი შემხებლობა ჩვენს კოლეგებთან „გვსვრის“ და არ გვინდა „გავისვაროთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...