პოლიტიკა

დუბლი და ასისტი პირველ მატჩში – კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ თავი უკვე გამოიჩინა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეკრებაზე ნეაპოლელები დაბალი ლიგის „ანაუნ ვალ დი ნონს“ შეხვდნენ და 10:0 დაამარცხეს.

საინტერესოა, რომ მატჩის აფიშაზე ქართველი თავდამსხმელის სურათი იყო გამოსახული, რაც ზოგადად დიდი პატივია, მით უფრო იტალიური კლუბის წევრისთვის.

კვარაცხელია მე-6 წუთზე გაცდა მცველებს და ამირ რახმანის გაატანინა, 27-ე წუთზე თავად გაიტანა – საჯარიმოში ბურთი მიიღო, დაბალ კუთხეში დაარტყა და ანგარიში 2:0 გახადა.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია