პოლიტიკა

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. მისი ახალი კლუბი „ჩონბუქ ჰიუნდაი“ იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთკორეული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ოქრიაშვილის ბოლო კლუბი კვიპროსის „აპოელი“ იყო, რომლის ღირსებასაც ის ერთი წლის განმავლობაში იცავდა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც „ულსან ჰიუნდაის“ შემადგენლობაში ასპარეზობს.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია