საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.
მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გადასახების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა.