კაცი, რომელმაც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან ბენზინი გადაისხა გარდაიცვალა. მისი სხეულის დამწვრობა 70%-ს აღემატებოდა.
ცნობისთვის, 2 ივლისს „ალტ-ინფოსა“ და ძალადობრივი დაჯგუფების აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა. გვერდში მყოფებმა ის თავდაპირველად წყალში ჩააგდეს, მოგვიანებით კი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.