პოლიტიკა

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო სხდომა დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

სხდომის მიმდინარეობისას, პროკურატურის წარმომადგენელმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს მიმართა შუამდგომლობით, საქმის განხილვა სრულად დახურულ ფორმატში წარიმართოს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქმე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას ეხება, მიზანშეწონილია, სხდომა საწყის ეტაპზევე დაიხუროს.

შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ გოგაშვილის ადვოკატები, რომელთაც თქვეს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობის ეტაპზე, პროცესის დახურვის შესახებ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლო არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომლებიც საიდუმლო მონაცემებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ შინაარსს შეიცავს. ამასთან, ისინი სხდომის ნაწილობრივ დახურვას არ ეწინააღმდეგებოდნენ.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ საპროცესო საკითხების განხილვის შემდეგ, სხდომა დაიხურებოდა. ამ წუთებში, განხილვა დახურულ ფორმატში გრძელდება.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია