პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი – მმართველ გუნდს რომ არ სურდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არც ის გეგმა იარსებებდა, რაც იყო შემოთავაზებული პარლამენტში სამუშაოდ

მმართველ გუნდს რომ არ სურდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არც ის გეგმა იარსებებდა, რაც მმართველი გუნდის მიერ იყო შემოთავაზებული პარლამენტში სამუშაოდ – აცხადებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

„თითოეული რეკომენდაციის შესრულებას პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალიან სერიოზული მსჯელობა სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი იქამდე მივიყვანოთ, რასაც რეკომენდაციების შესრულებული ფორმა ერქმევა. ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ეს მათი გადაწყვეტილებაა და არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომ ჩვენ მათ ვაიძულოთ პროცესში მონაწილეობა.

რიგგარეშე სესიას სჭირდება საკითხები, რომელიც სესიაზე განსახილველადაა მომზადებული. თუ ასეთი არ არსებობს და საკითხები იმისთვის მზად არ არის, რომ რიგგარეშე სესიაზე იყოს განხილული, სესიის ჩატარებას აზრი ვერ ექნებოდა; მხოლოდ და მხოლოდ მოემსახურებოდა ერთ მიზანს, დავაზიანოთ პირველი რეკომენდაციის შესრულების პროცესი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია