უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
„შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დაიბრუნა 45 დამცველის ცხედარი“ – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა.