პოლიტიკა

მეუფე ანტონი – სოსო გოგაშვილს მინდა ვკითხო: რატომ სოსო? უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელსაც ემსახურებოდა? 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მოინახულებს.

როგორც მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას კითხვები აქვს სოსო გოგაშვილთან, თუ რატომ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო.

„ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – რატომ სოსო? რატომ? შენ ხომ შეგზავნილი არ იყავი. იქ, სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, რომ „მე ასე ვიცი, მე ისე ვიცი“ – ამას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რასაც ემსახურებოდა? ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან „შეუჩხიკინა“, – აცხადებს მეუფე.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგი პრივილეგიები უქმდება

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია