პოლიტიკა

ნიკა ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩზე იმსაჯებს

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯებს.

სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ქრაისთჩერჩში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს „ოლ ბლექსისა“ და „პუმების“ მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს.

ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს ქართველმა რეფერიმ სამხრეთ აფრიკაში „ბოკესა“ და უელსის ორი თამაში იმსაჯა – პირველი მთავარი და მეორე გვერდითი მსაჯის რანგში.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია