AMC-მ სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ მთავარი გმირის, რიკ გრაიმსის შესახებ დაგეგმილ ფილმებზე უარი თქვა და მათ ნაცვლად მინი-სერიალს გადაიღებს. ამის შესხებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გრაიმსის როლს ენდრიუ ლინკოლნი დაუბრუნდება, დანაი გურირა კი კვლავ მისი პარტნიორის, მიშონის როლს შეასრულებს. მსახიობებმა ამის შესახებ თაყვანისმცემლებს ფესტივალზე Comic Con შეატყობინეს. 6-სერიანი შოუს ავტორი სკოტ გიმპლი იქნება, ლინკოლნი და გურირა კი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.
სერიალი AMC-სა და AMC+-ზე 2023 წელს გამოვა. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.