პოლიტიკა

რუსებმა ბახმუტში სასტუმრო დაბომბეს – არიან დაღუპულები

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსეთის ძალებმა სასტუმრო დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე და დონეცკის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ბახმუტში მდებარე სასტუმროს ცეცხლი დაახლოებით დილის 07:00 საათზე გაუხსნეს, რის შედეგადაც ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.

ასევე ნახეთ

მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია