პოლიტიკა

რუსებმა ხარკოვში 2 ბომბი ჩამოაგდეს

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები გამთენიისას, 04:09 საათზე ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს დაესხნენ თავს.

მერის თქმით, რუსებმა ქალაში 2 ბომბი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი 2-სართულიან სახლს მოხვდა. როგორც ცნობილია, ამ მომენტისთვის ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ.

იგორ ტერეხოვის თქმით, მეორე ბომბი ხარკოვის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს მოხვდა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია