პოლიტიკა

დონეცკში რუსული სარაკეტო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონის ქალაქ ტორეცკში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის გამო, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„დღეს ტორეცკის გარნიზონის მაშველებმა, ქალაქ ტორეცკში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განადგურებულ ნაწილზე გადაუდებელი სამაშველო ოპერაციების დროს, აღმოაჩინეს და ამოიყვანეს 2 გარდაცვლილი პირის ცხედარი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაღუპულთაგან ერთი კაცი, ერთი კი ქალია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია