შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი, მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.
მთავრობის განკარგულებით 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.