პოლიტიკა

მედიკოსების შეფასებით, პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გუდაურში ტრაგედიის დროს პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

მედიკოსების შეფასებით, კვლევებისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, პარაპლანის ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურტელაძემ განაცხადა, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ჰქონდა მრავლობითი, ძლიერი დაჟეჟილობები მთელი სხეულის არეში, ასევე თავის ტვინის შერყევა.

„ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევა და ყველა საჭირო ქირურგიული ღონისძიება. ამჟამად წევს ქირურგიულ განყოფილებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ლალი ტურტელაძემ.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია