ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „დინამო თბილისი“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დინამო თბილისი“ კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას ვუხდით კაპიტანს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საფეხბურთო კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
გიორგი პაპავას „დინამოს“ მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში, გამოცდილმა ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გამოცდილი ნახევარმცველი ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, საქართველოს თასი სამჯერ მოიგო, ხოლო სუპერთასი – ერთხელ. 2020 წლის სეზონიდან გიორგი გუნდის კაპიტანი გახლდათ.