პოლიტიკა

მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

55 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი მამუკა ონაშვილი. 

ონაშვილი ნატახტართან ავარიაში მოყვა. ორი დღე საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მამუკა ონაშვილმა საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგბენდ „ნიას“ სოლისტად. 1994 წლიდან დაიწყო სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე. ასევე იყო მუსიკალური შოუ პროგრამების წამყვანი.

2001 წლიდან დღემდე მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტ „იუმორინაში“. გამოშვებული აქვს ორი ალბომი – „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეოკლიპი.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია