პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან.

ტაივანელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ ნენსი პელოსი კუნძულზე ერთი დღის განმავლობაში დარჩება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაიბეიში ჩასვლის ოფიციალური დრო ცნობილი არ არის.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლმა CNN-თან საუბარში კი განმარტა, რომ პენტაგონი 24 საათის განმავლობაშიმ მუშაობს და თვალს ადევნებს რეგიონში ჩინელების ნებისმიერ გადაადგილებას და შეიმუშავებს გეგმას მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს  ცნობით, ორი აგვისტოს დილის 8:00 საათიდან ოთხი აგვისტოს, 12:00 საათამდე ეროვნული არმიის საბრძოლო მზადყოფნა გაიზრდება.

ცნობისთვის, ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია