გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ.
გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები დილიდან სამების საკათედრო ტაძარში არიან დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან.