პოლიტიკა

24 კადიროველი უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა

24 კადიროველი უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა – აღნიშნულის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ინფორმაცია “ტელეგრამის არხზე” გაავრცელა.

მისივე თქმით, კადიროველები დაქირავებული ჩეჩენი მებრძოლები არიან, რომლებსაც უთხრეს, რომ საპატრულო სამუშაოებზე აგზავნიდნენ და სინამდვილეში ომში აღმოჩდნენ.

“ეს იყო ტყვეთა გაცვლის ფონდის კარგი შევსება და ღირებული სადაზვერვო ინფორმაციის წყარო იმის შესახებ, თუ როგორ ატყუებენ დაქირავებულებს. ყველა ჩეჩენ დაქირავებულს უთხრეს, რომ ისინი საპატრულო სამსახურს შეასრულებდნენ, მაგრამ ფრონტზე გაუშვეს, სადაც ერთად ჩაბარდნენ”, – ამბობს გერაშჩენკო.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია