პოლიტიკა

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ და პროკურატურას განცხადებით მიმართავენ. როგორც “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ „ინტერპერსნიუს“ განუცხადა, მათი მოთხოვნაა პროკურატურამ დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნოს.

მისივე განმარტებით, თუ პროკურატურა უმოკლეს დროში შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს კანონის შესაბამის პროცედურებს განახორციელებენ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა მასალები ე.წ. კრებსები, რომლითაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა. ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავს.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია