ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
უნგრეთში, სეგედში ICF-ის კანოეს სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
შაბათს ერთკაციან კანოეთი 200 მეტრზე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მე-2 შედეგი ზაზა ნადირაძემ დააფიქსირა, რომელიც კვირას ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ნადირაძემ 38.91 წამი დააფიქსირა და საბოლოო ჯამში ლიტველ ჰენტიკას ჟუსტაუტასს 0.42 წამით ჩამორჩა.
ფინალი 25 აგვისტოს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.