პოლიტიკა

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში.

ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

31 წლის ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფს, რომ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია და მომხდარს შეცდომა უწოდა.

ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია, როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს გრაინერს ციხეში ყოფნა, რადგან აშშ და რუსეთი პატიმრების შესაძლო გაცვლის საკითხს განიხილავენ. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გარიგების ფარგლებში შესაძლოა, აშშ-ში დაპატიმრებული იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი და ბრიტნი გრაინერი გაცვალონ.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია