ოსკაროსანი ფილმის, ჯოკერის მეორე ნაწილი ნამდვილად დასამახსოვრებელ სანახაობას გვპირდება: ხოაკინ ფენიქსთან ერთად, ფილმში ლედი გაგაც მიიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წყაროებმა დაუზუსტებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისში გაავრცელეს, თუმცა გაგამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯოკერში ვიხილავთ.
პირველ მუსიკალურ ტრეილერში ხოაკინისა და გაგას მოცეკვავე სილუეტებს ვხედავთ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეორე გავრცელებული ინფორმაციაც მართალია და Joker: Folie à deux მიუზიკლი იქნება. როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, ფილმის პრემიერა 2024 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ლედი გაგა ფილმში დიდი ალბათობით ჰარლი ქუინის როლს შეასრულებს. წყაროების ინფორმაციით, გაგას ჰარლი ქუინი და მარგო რობის ჰარლი ქუინი DC-ის სხვადასხვა სამყაროებში იქნებიან.