პოლიტიკა

McCann Tbilisi-მა ACAG-ის პრინტ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოთა ასოციაციის მორიგ კონკურსში McCann Tbilisi-ის გუნდმა კიდევ ერთი პირველი ადგილი მოიპოვა.

კონკურსი არასამთავრობო პლატფორმა GrlzWave-ის დაკვეთითა და მხა-რდაჭერით ჩატარდა.

სააგენტოების ამოცანა იყო შექმნილიყო პოსტერი, რომელიც ქალებს მკერდის რეგულარული სკრინინგისა და ძუძუს კიბოს ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისკენ მოუწოდებდა. მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებაც, რომ პოსტერს არ უნდა გაეკეთებინა აქცენტი ძუძუს კიბოს მძიმე, ნეგატიურ მხარეებზე, გარდაცვალებაზე და არ უნდა ყოფილიყო რაიმე ფორმით დამაშინებელი სამიზნე აუდიტორიისათვის.

McCann Tbilisi-ის ნამუშევარი ყველასთვის გასაგებ, ერთი შეხედვით აღსაქმელი ვიზუალური სურათხატებით გადმოსცემს სათქმელს, ტექსტი კი სამიზნე აუდიტორიას ამ პოტენციური პრობლემის მარტივი გადაჭრის გზისკენ მიუთითებს.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია