პოლიტიკა

ლია გიგაური – 14 აგვისტო განსაკუთრებულად მძიმე დღეა სრულიად საქართველოსთვის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანი, შერიგების გზით მივაღწიოთ მიზნებს ქვეყნის გაერთიანებასთან მიმართებით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაცის სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„14 აგვისტო განსაკუთრებულად მძიმე დღეა სრულიად საქართველოსთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის. ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ მოვლენების დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს გვახსოვდეს რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით, რათა ასეთი ტრაგედიები არასდროს განმეორდეს,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია